განცხადებები

ძლიერი აფეთქება თბილისში-დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში,  ჭილაძის 166 ნომერიში ბუნებრივი აირის გაჟონვამ  ძლიერი აფეთქება გამოიწვია.

დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ  შემთხვევასთან დაკავშირებით  კომპანია „ყაზტრანსგაზ — თბილისმა,“  საგანგებო განცხადება გაავრცელა.

«თბილისში კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

თბილისში ერთერთი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი. აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლერბდაც სუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ — თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლე.»-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ქალი თუ გაკივის გარეთ მასპინძელოო, იცოდეთ მე ვარ…»-ნანუკა ჟორჟოლიანი

roma sajaia

«მმართველი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას»-ნოდარ მელაძე

Joni Kvaracxelia

ჯო ბაიდენის განცხადებით ის 2024 წელსაც იყრის კენჭს

დატოვე კომენტარი