პერსონასოცქსელი

ძებნილი, მეგის ქარდავა გამოჩნდა და სკანდალური განცხადებაც გააკეთა

საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი მეგის ქარდავა გამოჩნდა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა:
«მინდა გამოვეხმაურო მთავარ არხზე დღის 3 საათზე გასულ სიუჟეტს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
მე, მეგის ქარდავა, მოვუწოდებ დაცვის მხარეს და მთავარი არხის ჟურნალისტებს დაინტერესდნენ და გამოიძიონ, თუ რა იყო წინაპირობა დღეს დაკითხული მოწმეების მიერ პოლიტპატიმარ გიორგი რურუასათვის იარაღის ჩადებისა. რატომ სწორედ ეს პირები და არა სხვა, აირჩია დღევანდელმა ხელისუფლებამ გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადების საქმეში საქმის შემსრულებლებად!
რაც შეეხება აღნიშნული დამნაშავე პირების ჩემი დისკრედიტაციის ფონზე ჩემთან დაკავშირების მცდელობას — ისინი მე, მეგის ქარდავამ გავანთავისუფლე სამსახურიდან არაერთი გადაცდომის გამო, ხოლო მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღადგინა და დააწინაურა!
ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მთავარი არხის ინფორმაცია იყო არაობიექტური. ადვოკატ ლევან სამუშიას მხრიდან ჩემი დისკრედიტაცია კი ემსახურება მისი პარტიული უფროსის ირაკლი ალასანიას მხრიდან ჯერ კიდევ 2012 წლის რუსული კონტრ-რევოლუციის პერიოდიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნის გაგრძელებას და მსგავსი ბინძური ფორმებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას.
წარმატებებს და მალე თავისუფლებაზე ყოფნას ვუსურვებ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას, ისევე როგორც პუტინის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სხვა პოლიტპატიმრებს!» — წერს მეგის ქარდავა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვასიკო ოდიშვილმა პუტინს დედაზე აგინა (ვიდეო)-«მაშინ სად იყო ქართული ოცნების ხელისუფლება? რატომ არ დაგმეთ ასე ოპერატიულად?»

Joni Kvaracxelia

«ვინაა სუბელიანი ბოლობოლო რომელიც ორივე მთავრობას მოერგო?»-ზაზა სარალიძე

Joni Kvaracxelia

«საგანგებო ბრიფინგს ხვალ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გამართავენ !»-კილაძე

დატოვე კომენტარი