პოლიტიკა

ძალოვან უწყებებს დაფინანსება გაეზრდებათ-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ძალოვან უწყებებს დაფინანსება გაეზრდებათ.

“რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, თითქმის 200 მლნ-ზე მეტით გაეზარდათ ჯამურად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ თავდაცვას 10 მილიონს. 50 მილიონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცემთ, საიდანაც 20 მლნ ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო მანქანების და ტექნიკის შეძენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები შეძენილია და ეტაპობრივად დაიწყება მოწოდება 2024 წელს”- განაცხადა ღარიბაშვილმა

მსგავსი პოსტები

„საქართველოს ორი ოკუპანტი ჰყავს“-ირმა ინაშვილი

ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს

დეპუტატი თამარ ჩარკვიანი ისრაელის ელჩ რან გიდორს შეხვდა.

დატოვე კომენტარი