“ლელოს”- ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სანქცირებულ პოლიტიკური ძალაზე საუბრობს.
“საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდ უმრავლესობას, თითქმის, 80 პროცენტს მიაჩნია, რომ ამ ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში. ვფიქრობ, ასევე კარგად ესმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ეს არის შეუძლებელი. ძალიან დიდ ზეგავლენას იქონიებს სანქცირებული პოლიტიკური ძალის არსებობა არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ “ქართული ოცნების” დარჩენა ქვეყნის მართვის სათავეში ნიშნავს დასასრულს ევროატლანტიკური მომავლის და შესაძლოა, ჩვენი სუვერენიტეტისა, ყველა დარწმუნდება, რომ ახლა მთავარი ამოცანა არის, ამ პოლიტიკური ძალის, რუსული პოლიტიკური ძალის გაძევება ხელისუფლებიდან”-განაცხადა სამადაშვილმა.
