“ძალიან დიდი კატასტროფა ახლოვდება…დიდი უბედურება ხდება”-მიხეილ სააკაშვილი(ვიდეო)

0
11649

“ჩვენ ტელევიზორში გვაჩვენებენ, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა, ვიღაცამ ვიღაცას შეაგინა, ვიღაცამ ვიღაცას უკბინა, მაგრამ მე მგონი, გვეკარგება მთავარი არსი, რაც ხდება საქართველოში. ახლა ადგილი აქვს ძალიან დიდ შეთქმულებას ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. რა არის ეს შეთქმულება? – მე თქვენ გეტყვით რაც ხდება ახლა საქართველოს გარშემო: საქართველოს მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან საქართველოს ნეიტრალურის სტატუსის თაობაზე. უნდათ გამოაცხადონ, რომ საქართველო არასდროს შეუერთდება ნატოს და ევროკავშირს. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ბევრ რაღაცაში ემუქრებიან – ჩაგიკეტავთ ღვინოს, ფრენებს აღარ აღვადგენთ, მოვახდენთ ანექსიას – რუსეთს შევუერთებთ ცხინვალის რეგიონს, თუ არა, თქვენ უნდა გამოაცხადოთ ნეიტრალიტეტი და მიდის უკვე კონსულტაციები საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე – ეს პირველი დიდი შეცდომა!

ამის პარალელურად მიდის დიდი სახელმწიფო ღალატი, დიდი უბედურება ხდება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს უშიშროების სამინისტრომ ფულის, დაშინების და სხვადასხვა მეთოდებით მოიპოვა ცრუ ჩვენებები 2008 წლის ომთან დაკავშირებული ზოგი ხალხისგან და ისინი აპირებენ ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ქართველი სამხედროების გამტყუნებას, საქართველოს გამტყუნებას, ქართველი სამხედროების დაპატიმრებას და ქართველების დაპატიმრებას იმისათვის, რომ რუსეთს გაუწიეს წინააღმდეგობა 2008 წელს და სამართლებრივი საფუძვლის შექმნას საქართველოს დაშლის… ეს ხდება ამ დღეებში და ამ კვირებში… ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი კატასტროფა ახლოვდება, უსამართლობა ახლოვდება…”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ