განცხადებები

«ძალიან გამიხარდა…»-თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს  რეკომენდაციების დაცვისკენ  მოუწოდებს.

«შეზღუდვებით, რაც დაწესდა, ვარაუდია, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სულ მცირე ამ დონეს. შეზღუდვების შესახებ იცით, კომენდანტის საათი რჩება, აღდგომის ღამეს იქნება გამონაკლისი. ერთადერთი ყველაზე შესამჩნევი შეზღუდვა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ისმის კრიტიკული შენიშვნები, არის სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვა 2-3 და 4 მაისს, მხოლოდ სამი დღით. რეკომენდაციები არის ცალსახა, ყველაზე მთავარია პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება. სააღდგომო რეკომენდაციაა, პირბადის ტარება და სადაც შეიკრიბებით, ლიტურგიაზე დისტანციის დაცვა.

ძალიან გამიხარდა, რომ 40 პროცენტიდან 70 პროცენტზე ავიდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი. თუ 90 პროცენტზე ავა, ეკლესიაშიც შეუძლიათ მივიდნენ და არაფერი არ აისახება უარყოფითად. პირბადე უნდა ვატაროთ. ხანმოკლე პერსპექტივაში, ჩვენი გადარჩენის საშუალება არის პირბადეები და ხანგრძლივ პერსპექტივაში მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია»- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილი გენერალ ლებედს თუ აფინანსებდა ეს წმინდა ტაქტიკური იყო»-ქანთარია

«მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს»-ილია მეორე

«ამერიკელები ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას ამზადებენ»

დატოვე კომენტარი