სოცქსელი

«ძალა ერთობაშია» სათადარიგო გეგმის ამოქმედებას დაიწყებს?

«ძალა ერთობაშიას» ლიდერი, დავით ქაცარავა თავის ფეისბუქ გვერდზე ამ დროის მდგომარეობას აღწერს ატოცში და წაღვლი-ჩორჩანის ტყეში. ის შეშფოთებულია ხელისუფლების იმ ქმედებებით, რომლითაც მას და მის მეგობრებს ეზღუდებათ საოკუპაციო ხაზის პატრულირება.

«რა ხდება ატოცში და წაღვლი-ჩორჩანის ტყეში?
————————————————-
გუშინ საღამოს ჩვენი ჯგუფი ბრუნდებოდა ატოცში, დილიდან პატრულირება უნდა გაგვეგრძელებინა.
ჩვენთვის მოულოდნელად, შაქშაქეთის პოსტზე უარი გვითხრეს გატარებაზე.
უარის მიზეზი არ უცნობია, ბრძანებაა ასეთიო.
დილით 10 საათზე ოფიციალურ პასუხს გაგცემთო.
ჩვენც გავჩერდით პოსტზე.

დილის 2 საათი იწყებოდა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებმა გაიარეს შაქშაქეთის პოსტი წაღვლი-ჩორჩანის მიმართულებით. (ატოცში მისიის არც ერთი მანქანა არ შესულა)
დაახლოებით 01.30-02.00სთ შუალედში წაღვლის ტყის უკვე ოკუპირებულ ნაწილში შეინიშნებოდა ოკუპანტების აქტიური გადაადგილება წნელისიდან წაღვლი-ჩორჩანის ტყეში მდებარე საგუშაგოს მიმართულებით.

შაქშაქეთის პოსტი გორის მიმართულებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანქანებმა გამოიარეს დილის 05.13 წუთზე.

ამ წუთის მდგომარეობით არც ატოცში და არც წაღვლის ტყის ოკუპირებული გზის მონაკვეთზე, რომელიც ჩანს ატოციდან, არ შეინიშნება რაიმე მოძრაობა.

ჩვენ ამ დრომდე ვიმყოფებით შაქშაქეთის პოსტზე და ველოდებით ოფიციალურ ახსნა-განმარტებას ატოცში ჩვენ არშეშვებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ კვლავ გაგრძელდება უკვე დაწესებული და ახალი შეზღუდვები, რომლებიც გვაფერხებენ და არ გვაძლევენ საშუალებას გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, იძულებულები ვიქნებით ავამოქმედოთ სათადარიგო გეგმა, რომლის შესახებაც შეგატყობინებთ სპეციალური განცხადებით.

ძალა ერთობაშია.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,» — წერს დავით ქაცარავა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ხან შუბლში ტყვიით და ხან ჩამოხრჩობით მემუქრებიან…სერიოზულად დამაშინეს»-გიორგი სიგუა

roma sajaia

“უცებ, რატომღაც… გარეთ გახედვა გადვწყვიტე… ასეთი რაღაც დავინახე”

«სააკაშვილ არაკაცს გადაეცით სალომე ქართველია სულით და გულით და არ სჭირდება მას რუქების ბიჟუტერიად ტარება»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი