სიახლენი

ძალადობის ფაქტი ციხეში — რა მოხდა გლდანის მე-8 საბყრობილეში

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმარ დ.რ-ს მიმართ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე საქმის განხილვა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი კ.ყ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება 2008 წლის ოქტომბერში მომხდარ ფაქტს, როდესაც ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს დ.რ, რომელსაც 2008 წლის 27 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

უპატრონო ძაღლთა თავშესაფარის დახურვამ შესაძლოა თბილისის ქუჩები ჩვენი ოთხფეხა მეგობრებით აავსოს

Joni Kvaracxelia

ნიგოზისა და სელის ზეთისგან მომზადებულ ნაერთს შეუძლია ჩაანაცვლოს ძვირადღირებული ზღვის პროდუქტები.

საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქართველები დააკავეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი