განცხადებები

«ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე დამჭირდებოდა მოსვლა მოწინააღმდეგე პარტიის ოფისში» — შალვა ნათელაშვილი

ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე დამჭირდებოდა მოსვლა მოწინააღმდეგე პარტიის ოფისში და მით უფრო, მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების დაგმობა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ეს შეძლო ერთადერთმა კაცმა სამყაროში, მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი და ეს სახელი და გვარი უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში სერგო ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეთა გვერდით. ერთპარტიული პარლამენტი დღეიდან გადაიქცა ინკვიზიციურ პარლამენტად. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ რეჟიმი გავუშვათ მშვიდობიანად, მაქსიმალურად ხავერდოვანი მეთოდებით, ამისათვის ყველაფერს ვაკეთებდით განვლილ პერიოდში, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ასე გაერთიანებული ოპოზიცია. საერთო მიზანმა შეგვკრიბა რომ ოკუპანტების მიერ დასმული რეჟიმი მოვაცილოთ ქვეყანას და მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს, თუნდაც მოწინააღმდეგეებს რომ მათ ერთი თმა არ ჩამოუვარდეთ, რაც სხვათაშორის ვერ გაითვალისწინა ბატონმა ტრამპმა, როდესაც თავისი მომხრეები დაძრა კაპიტოლიუმზე და ხუთი კაცი მოკლეს. ჩვენ ხომ არ გაგვიკეთებია ამდაგვარი რამ-განაცხადა ნათელაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კარგი იქნება თუ ნაციონალური მოძრაობა დაიშლება- იაგო ხვიჩია

«მინდა, მომავალმა თაობებმა თქვან, რომ მე კარგი მერი ვიყავი»-კახა კალაძე

«ეს აღვირახსნილი ქოცი დაუყონებლივ უნდა გადადგეს და დადოს მანდატი»-ნიკა მელია

დატოვე კომენტარი