ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

0
115

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეზე დაკავებული 4 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. ერთ-ერთი დაკავებულის, პეტრე ყუფარაძის ადვოკატის, ვაჟა არობელიძის განცხადებით, მან მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს და სხდომა 14 მაისისთვის გადაიდო. ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი 3 პირი. 5 პირიდან აღკვეთის ღოონისძიების სახით პატიმრობა 4-ს აქვს შეფარდებული.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ