ინტერნეტ სივრცეში შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა, არსებულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მომხდარ ამბავს.
ვიაჩესლავ სამოილოვმა ცოლთან ჩხუბის ამსახველი კადრები გადაიღო, რომელშიც ყველაზე მეტად წლინახევრის შვილი დაზარალდა. ცოლმა გოგონა ძირს დააგდო, მამა კი იმის მაგივრად, რომ ბავშვს მიხმარებოდა, მომხდარის მობილურით გადაღება დაიწყო.
როგორც მამაკაცმა პოლიციას მოუყვა, მან ცოლის ტელეფონი აიღო, რაც ქალს არ მოეწონა. მის გასამწარებლად ქალმა ბავშვი ეტლიდან ამოიყვანა და ძირს დააგდო. შემდეგ კი ქმარსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვიაჩესლავი საავადმყოფოში გაემართა, რათა დაეფიქსირებინა ცემის კვალი, ქალიშვილი ვიკა კი როგორც თვითმხილველები ყვებიან, მიწაზე დაგდებული დატოვეს.
აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება იქამდე კი სანამ ყველაფერი გაირკვევა, შვილი დედას დაუბრუნეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მას დედობის უფლება ჩამოერთვას.
