ციურიხში რასიზმის გასაპროტესტებლად ქუჩაში 10 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა, „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, „არაა სამართალი – არაა მშვიდობა“ „თქვი მისი სახელი: ჯორჯ ფლოიდი“ – სკანდირებდნენ მომიტინგეები. დემონსტრანტთა უმეტესობას, სიმბოლურად, შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა. შვეიცარიაში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, 300-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, თუმცა, როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, ათასობით მომიტინგეს არ დაშლიან იქამდე, ვიდრე პროტესტი მშვიდობიანი იქნება.
თამარ ქუთათელაძე
Loading…
