საინტერესო

ციმბირში, სოფელი მოსახლეობასთან ერთად გასაყიდად გაიტანეს (ვიდეო)

კრასნოიარსკში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა თავი სოფლის მეპატრონედ გამოაცხადა და სოფელი მაცხოვრებლებთან ერთად გასაყიდად გამოიტანა.

სოფელ ვასილიევკის გაყიდვის შესახებ განცხადება ერთ–ერთ მთავარ ყიდვა–გაყიდვის საიტზე გამოჩნდა. 20 მილიონ რუბლად შემოთავაზებულია 45 სახლ მაცხოვრებლებთან ერთად, მეცხოველეობის კომპლექსი და სოფელში მდებარე ყველა უძრავი ქონება. ”მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებიც კი შეშფოთდნენ და მითითებულ ნომერზე დარეკვა დაიწყეს. მათ უპასუხეს, რომ იქ ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ისინი თავისუფალნი არიან და არა ყმები, მფლობელი-მეფეა, იყიდე და შემდეგ გააკეთე რაც გინდა «, — იუწყება ტელეკომპანია NTV.

სოფელი კერძო ხელში ე.წ. პერესტროიკის დროს აღმოჩნდა. სახელმწიფომ დიდი თანხა გამოყო სოფლის აღორძინებისთვის. კონტრაქტორი იყო მინუსინსკის სამშენებლო ქარხანა, რომლის მფლობელმა მიიღო უფლება გამოიყენებინა მიწა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისთვის და საბოლოოდ კი ის ვასილიევკის სრული მფლობელი გახდა: თითქოსდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი მოაწერა ყველა დოკუმენტს და ბიზნესმენს მისცა თავისი სახლები, პირუტყვი და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა.

Loading…

მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ბიზნესმენს მის მიწებზე წყლის და თივის გამოყენებისთვის უხდიდნენ საზღაურს. მოსახლეობის თქმით, მეწარმე მათ მართლაც როგორც ყმებს ისე ექცეოდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ 15-მა ადგილობრივმა მოსახლემ სასამართლოში იჩივლა და შეძლო საკუთარი სახლის საკუთარ მფლობელობაში გადმოფორმება. დანარჩენები კი დღემდე ცხოვრობენ ბიზნესმენის საკუთრებაში არსებულ სახლებში და ეშინიათ, რომ ახალი მეპატრონე მათ სათიბს წაართმევს, რომლის დროსაც პირუტყვს მშიერს დატოვებს.

მეწარმის წარმომადგენლებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ სოფელი მხოლოდ კარგ ხელში გაიყიდებოდა, შემდეგ კი შექმნილ ვითარებაზე მათ კომენტირება შეწყვიტეს. ამავე დროს, რაიონის გამგეობამ გააკვირვა და შეახსენა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიწის კოდექსი შეიცვალა და ახლა ბიზნესმენს არ შეუძლია ფლობდეს გზებს, ტყეებსა და დასახლებებს. უფრო მეტიც, სასამართლომ მას უარი უთხრა მიწაზე იჯარის გაგრძელებაზე, ამიტომ მას გასაყიდი არც არაფერი აქვს.

წყარო: НТВ

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

შეიძლება სტუმარი, სექს-რობოტ მეგობარ ქალთან ერთად გეწვიოთ

«ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია»

Joni Kvaracxelia

2019 წელს 75 მედიის თანამშრომელი გარდაიცვალა. დაზარალებულთა სიაში ქართველიც მოხდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი