სოცქსელი

“ცეცხლად გექცეთ ჩემი ხელიდან მიღებული ზიარება და ჩემი შენდობის ლოცვა კი წყევლად”-ვის მიმართავს დეკანოზი ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე, მარნეულის ეპისკოპოსის წერილს პასუხობს და სოციალურ ქსელში წერს:

“დიდ სქემაშემოსილმა ეპისკოპოსმა ჯერ მორჩილი ჩაიგორე ლოგინში, მერე მისი დეიდაშვილი ცოლად გაიფორმე და კიდევ მე ვარ იქედნეს ნაშობი, შე თახსირო აფერისტო?! ეს დებილი და ზომბი მრევლი რომ კვერს უკრავთ, რამდენიმეს, ვინც მიზიარებიხართ და აღსარებაზე ჩემთან მოდიოდით: მერკოებო, მარიკოებო, მზიებო და ა.შ. ცეცხლად გექცეთ ჩემი ხელიდან მიღებული ზიარება და ჩემი შენდობის ლოცვა კი წყევლად, მათ შორის შენ თახსირო ვაი ეპისკოპოსო, გულის ამრევო ტვინგაყინულებო!

2021 წლის ტყუილ-მართლით არეული პოსტი ჩემი და მისი კონფლიქტის მიზეზების შესახებ დღეს გადააკეთა “ედით”-ით ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელანმა, ჩაამატა თავსართი ჩემზე “იქედნეს ნაშობი ილია ჭიღლაძის შურისძიების მიზეზებიო” და თუ იქედნეს ნაშობი ვიყავი, შარშან რატომ მომწერა და მომიკითხა დიდი “სიყვარულით”?! ან ის კი არ თქვა, ცილსმწამებსო, არა! შურს იძიებსო! არავითარ შურს არ ვიძიებ მე, მე ვამბობ და ვწერ ეკლესიის გათახსირებაზე და გაუბედურებაზე ამ ქვაბავაზაკების მხრიდან. ხოლო მე რომ სიმართლეს ვწერ და ვამბობ, თავადაც კარგად იცის და ნებისმიერმა ქვაბავაზაკმა ანაფორიანმა იცის და არც უარყოფს. მხოლოდ ამათ მიერ გამოთაყვანებული და დაზომბირებული ხალხი ვერ ხვდება ჯერ სიმართლეს და სირაქლემებად რჩებიან.”

მსგავსი პოსტები

“საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მე ფულს რატომ ვიხდი?”

Joni Kvaracxelia

“ვგმობ ამ თავდასხმას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში”-სტოლტენბერგი

roma sajaia

თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი