განცხადებები

ცესკო-ს საგანგებო განცხადება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

«❗ ცესკოს განცხადება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობის შესახებ

დღეს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების საშუალებას.
აღნიშნული დაპირისპირება ფართო საზოგადოებამაც იხილა მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობა.
ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან, აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარბებას.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად სრული შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ სამარლებრივი ფორმებით.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს სააარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს.»-აღნიშნულია ცესკოს-განცხადებაში

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«პოლიციის მთავარი დავალება გახდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ივანიშვილის სასახლის დაცვა»

ვინ დაბლოკა 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი?

Joni Kvaracxelia

«როცა კოლეგა დაკავებულია, წინსწრებით არ უნდა შევარდე პარლამენტში»-ჩარკვიანი ოპოზიციაზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი