განცხადება/მიმართვა

ცესკო-მ თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა.

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ «ქართული ოცნების» კანდიდატი კახა კალაძე და «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატი ნიკა მელია.

თბილისის საკრებულოს 40 პროპორციული მანდატი ასე გადანაწილდა:

«ქართული ოცნება» – 19;

«ნაციონალური მოძრაობა» – 13;

«საქართველოსთვის» – 4;

«ლელო» – 2;

ზურაბ ჯაფარიძის «გირჩი-მეტი თავისუფლება» – 1;

ანა დოლიძე — «ხალხისთვის» – 1.

ცესკომ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესახებ.
30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში. ამასთან, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში.

მსგავსი პოსტები

პენტაგონს არ სჯერა კრემლის განცხადებების კიევის რეგიონიდან ჯარების ნაწილობრივ გაყვანის შესახებ

საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი — ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები დახურულად გამოცხადდა

Joni Kvaracxelia

«თუ თქვენ ხართ პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებს უნდა შეხვდეთ. დასაკარგი არაფერი გაქვთ»-ტრამპი

დატოვე კომენტარი