პოლიტიკა

ცესკომ «რესპუბლიკური პარტია» არ დაარეგისტრირა

ცესკომ «რესპუბლიკურ პარტიას» რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიამ უწყებას ვადაგადაცილებით მიმართა.

«მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას «საქართველოს რესპუბლიკური პარტია» და მის წარმომადგენელს თამუნა კორძაიას უარი უნდა ეთქვას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე,» — ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ჩამოთვლილია ის გარემოებები, რის საფუძველზე მიიღო ცესკომ გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლით მიმართვა უნდა მოხდეს 15 ივლისამდე, ეს ვადა კი ამ შემთხვევაში დარღვეული იყო.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენა (ვიდეო)

დღეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის საქართველოში

«შევუერთდები საპარლამენტო საქმიანობას, როცა…»-თამარ კორძაია

roma sajaia

დატოვე კომენტარი