ცერცვაძე:„რემდესივირის“ გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა

0
404

«ქალბატონმა მინისტრმა დღეს ბრძანა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულ იქნა „რემდესივირის“ პირველი, საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ამჟამად მიმდინარეობს თვითმფრინავის განტვირთვა. იქ არის შემდეგ საბაჟო პროცედურები, ნებართვის პროცედურები, ლოჯისტიკური საკითხები და ვვარაუდობთ, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა.

მე რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 000 ფლაკონი რათა გამოვიყენოთ იმ პაციენტებთან, ვისაც ეს სჭირდება. თუ ექიმების, ექსპერტების მოსაზრება იქნება ისეთ, რომ მედიკამენტმა გაამართლა და შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ შემოიტანოს ახალი პარტია უკვე იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც იქნება მოთხოვნა»-განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ