არჩევნები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ ხუთ ქალაქში მე-2 ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მინიმუმ ხუთ ქალაქში მე-2 ტური გაიმართება. საუბარია — თბილისზე, რუსთავზე, ქუთაისზე, ფოთსა და ბათუმზე.

07:00 საათის მონაცემებით, რუსთავის მერობის კანდიდატებს შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე ლიდერობს. მას დათვლილი ხმების მიხედვით, 44.53% ( 9 687 ხმა) აქვს. რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს, მას ამ დროისთვის 44.34% აქვს (9 647).

ამავე მონაცემებით, ქუთაისში ოპოზიციის — ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან წინასწარი მონაცემებით, ხმების 43,75% (10 798) მოაგროვა. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია, რომელსაც ამ დროისთვის, ამომრჩევლების 41,86% (10 330) უჭერს მხარს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი კირთაძე ლიდერობს. მას ამ დროისთვის დათვლილი ხმების 42,34% აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს, ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 41,49% მიიღო.

07:00 საათისთვის დათვლილი ხმებით, ზუგდიდში, ენმ-ის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ლიდერობს. მას დათვლილი ხმების 48,17% აქვს. რაც შეეხება ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას, მან ხმების 40,1% მიიღო.

გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება ფოთშიც, სადაც ამ დროის მონაცემებით ხმები ასე გადააწილდა:

გიგი უგულავა (გაერთიანებულო ოპოზიციის კანდიდატი) — 3 835 ხმა — 37,44%

ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) — 4 889 — 47,73%.

მეორე ტური ასევე გაიმართება დედაქალაქშიც:

ნიკა მელია 63 871 ხმა — 34,13%;
კახა კალაძე — 85 161 ხმა 45,5%;
გიორგი გახარია 16 795 ხმა — 8,97%;

Loading…

მსგავსი პოსტები

როგორ იყენებს რუსული პროპაგანდისტული მედია სალომე ზურაბიშვილს საქართველოს წინააღმდეგ

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს, შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

«მე თუ გავიმარჯვე, ქალიშვილობის მოწმობებს შემოწმების გარეშე გავცემ, სიტყვაზე ვენდობი ყველას»-ჯაფარიძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი