„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენებამდე აქციის მონაწილეები არ გააფრთხილეს.
„ხალხი ხედავს რას პასუხობს ხელისუფლება მათ მოთხოვნებს. აი ამ შენობაში რომ სხედან ხალხის ხმების ქურდები, ისინი უნდა წავიდნენ. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია ახლა ხელისუფლებაზე. რაც უფრო მეტ აი ასეთ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს, მით უფრო მძიმე კრიზისში შევა ქვეყანა, იმიტომ რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება“, — განაცხადა უდუმაშვილმა.
paqtebi.ge