ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადება გააკეთა:
“მტკიცებულებათა ერთობლიობით ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ თუ რა ხდებოდა ჩხუბის განმავლობაში. დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით გ.ჯ. შეაგდო ფარდულში, მას გ.ჯ. მოქცეული ჰყავს მოხრილ მდგომარეობაში და ზემოდან იჭერდა ხელებით. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ დანა ამოიღო და მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა დავით სარალიძეს, რის შემდეგაც დანა დაუვარდა. ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ.კ, რომელმაც როგორც კომისიამ დაადგინა, ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში, შემდეგ, ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა საგანი, ე.წ. ტარი, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა. შემდეგ კი ამ საგანს სახელოში მალავდა. კომისიას ერთ-ერთმა გამოკითხულმა არასრულწლოვანმა ვიზუალურადაც კი დაუხატა ესკიზი თუ როგორი ნივთი უნდა ჰქონოდა მ.კ.-ს, რომელსაც შეიძლებოდა ბასრი პირი ჰქონოდა ან მის გარეშე ყოფილიყო“, – განაცხადა აბესაძემ.