მსოფლიოშიპოლიტიკა

ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა

ჩრდილოეთ მაკედონია გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი ქვეყანა. Associated Press-ის ცნობით, პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ ხელი მოაწერა საბოლოო დოკუმენტს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერმა საზეიმოდ აღნიშნა, რომ ქვეყანა ნატო – ს წევრი ხდება და  პირობას დებს, რომ შეასრულებს ამ ხელშეკრულების ყველა დებულებას.

ადრე იყო დაგეგმილი, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისათვის მიღების პროცედურის დასრულება გამოცხადებული იქნებოდა აპრილის შეხვედრაზე, მაგრამ კოროვირუსის გავრცელების გამო, მისი განხორციელება საფრთხის ქვეშ დადგა, ამიტომაც გადაწყდა მისი შესვლის პროცესის დაჩქარება.

Loading…

შეგახსენებთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ალიანსში მაკედონიის შეერთებას ხელს უშლიდა მისი სახელი “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა”. ათენი არ ცნობდა ქვეყანას, რადგან საბერძნეთს აქვს ამავე სახელწოდების პროვინცია. 2018 წლის ივნისში საბერძნეთისა და მაკედონიის ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, მრავალწლიანი დავა მოგვარდა და ქვეყანა ცნობილი გახდა, როგორც ჩრდილოეთ მაკედონია.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ოცნებამ მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მანიფესტი და სამოქმედო გეგმა გააცნეს

იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვალება გრძელდება

დატოვე კომენტარი