მსოფლიოში

ჩრდილოეთ იტალიაში კარანტინი შემოიღეს. იზოლაციის ზონაში 16 მილიონი ადამიანი მოექცა

იტალიის ხელისუფლებამ, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში საკარანტინო სისტემა გამოაცხადდა, სადაც კორონავირუსის ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. ამ რეგიონებში შესვლა და გასვლა პრაქტიკულად დაიხურება. მთლიანობაში, საკარანტინო ზონაში სულ მცირე, 16 მილიონი ადამიანი იმყოფება.

შემზღუდველი ზომების შემოღება, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გამოაცხადა. შეზღუდვის საზღვრებში მოექცა ლომბარდიის მთელი ადმინისტრაციული რეგიონი და 14 პროვინცია, რომლებიც ქვეყნის სხვა რეგიონებს ეკუთვნის. ასევე კარანტინი გამოცხადდა მილანსა და ვენეციაში, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ ტურისტებში.

რესტორნები და კაფეები გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ იმ პირობით, რომ ვიზიტორები იჯდებიან ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრით დაშორებით. საკარანტინო ზონაში მყოფ პირებს ურჩევენ, გარეთ ნუ გავლენ. საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის, გათვალისწინებულია სამ თვემდე პატიმრობა.

ასევე, საკარანტინო ზონაში ყველა სპორტული ღონისძიება ჩატარდება მაყურებლის გარეშე.

შეზღუდვები გაგრძელდება მინიმუმ 3 აპრილამდე. ამავე დროს, მხოლოდ ლომბარდიაში ცხოვრობს 10 მილიონამდე ადამიანი. ჯამში, დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი იქნება საკარანტინო ზონაში მოქცეული.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

SOS!!! დაიბომბა აშშ-ს საელჩო ბაღდათში. არიან დაღუპულები

ირანში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 93 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 117 ადამიანი დაიღუპა

დატოვე კომენტარი