განცხადებები

«ჩნდება ეჭვი, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება, პროკურატურა, შსს, იყო მართალი»-კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

“პრეტენზია, მათ შორის ოპოზიციის და საზოგადოების მხრიდან, უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ვერ გახსნეს საქმე ბოლომდე და ვერ დაადგინეს ბოლომდე ჭეშმარიტება, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დათო სარალიძეს. აქედან გამომდინარე კომისიამ დაისახა ამოცანად — ამ ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა, ყველამ ერთად ვიხილეთ სამი თვის თავზე, რომ კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა. ეს აჩენს ეჭვს, რომ რასაც ამბობდა გამოძიება, პროკურატურა, შსს, იყო მართალი. საუბარია იმაზე, რომ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგენას. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი და საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და მითუმეტეს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, არის, რა თქმა უნდა, ზედმეტი და ეს არის მხოლოდ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.”-აცხადებს ირაკლი კობახიძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

«ჩვენი პოლიციის საგუშაგო მოექცევა ალყაში და რუსი ოკუპანტების საგუშაგოები იქნება განთავსებული…»-რა ხდება ჩორჩანას ტყეში? (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

დატოვე კომენტარი