სხვადასხვა

ჩინელი ტურისტი ქართველმა მაშველებმა გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, სტეფანწმინდაში, ყუროს მთაზე იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის დაშავებული ტურისტის დასახმარებლად, ყაზბეგიდან შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. ოპერაციაში, ასევე, თბილისიდან ჩაერთო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი, რვა მაშველის შემადგენლობით. მათივე ინფორმაციით, მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოყენებული იყო დრონი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად დროულად მოახერხეს ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დაშავებული ტურისტის პოვნა და ამოყვანა 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეიდან პატრულირება იწყება

წვიმა ელჭექით, ძლიერი სეტყვა, ქარის გაძლიერება-უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში

სამტრედიაში მე-11 კლასის მოსწავლე სასტიკად ცემეს-მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი