ჩინეთში, საკარანტინო სასტუმრო ჩამოინგრა. არიან დაღუპულები

0
567

ათი ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ქალაქ კუანჟოუს სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად, სადაც კორონავირუსით დაინფეცირებული პაციენტები იყვნენ განთავსებული. ამის შესახებ ჩინეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 48 ადამიანი ამოიყვანეს, არიან დაკარგულებიც. სამაშველო სამუშაოები აქამდე არ შეწყვეტილა.

Loading…

ჩამონგრევის დროს ხუთსართულიან სასტუმროში 71 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 58 ვირუსით დაინფეცირებაში ეჭვმიტანილი იყო.

შენობა ჩამოინგრა შაბათს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მისი ჩამონგრევა. სასტუმრო 2018 წელს აშენდა და მასში 80 ოთახი იყო განთავსებული.

paqtebi.ge

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ