ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს მუქარით პასუხობს

0
576

“თუკი აშშ ჯიუტად გააგრძელებს ჩინეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, ჩინეთს მოუწევს ყველა საჭირო ზომის გატარება ამის მოსაგერიებლად და ამასთან დასაპირისპირებლად”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა პეკინი გააფრთხილა შესაძლო სანქციების თაობაზე, თუკი ჩინეთი “ფაქტობრივად ჰონგ-კონგის დაპატრონებას” შეეცდება.

ჩინეთი აფრთხულებს ამერიკას, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს აშშ-ის წინააღმდეგ, თუ ვაშინგტონი თავის მუქარას შეასრულებს და პეკინს დასჯის ჰონგ-კონგში კამათის საგნად ქცეული, უსაფრთხოების ახალი კანონის დაწესების გეგმის გამო.პეკინი 21 მაისს გამოვიდა ინიციატივით, ჰონგ-კონგში დაწესდეს ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომელიც აკრძალავს სახელმწიფოს ღალატს, ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, ამბოხებისკენ მოწოდებას და უცხოეთის ჩარევას. ამ ინიციატივის ფონია ჰონგ-კონგში შარშან გამართული მასობრივი, ხშირად ძალადობრივი, პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები.

ვანო გომურაშვილი

http://paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ