ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელსაც შესაძლოა კორონავირუსი სჭირდეს, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს.
«ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ყველა ჩივილები აქვს. ტემპერატურა ამჟამად 37.5 გრადუსი აქვს, მაგრამ ადრე ჰქონდა 38 როგორც თვითონ ამბობს. იმის გათვალისწინებით, რომ მას ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი არგუმენტები და კლინიკური ნიშნები ჯერ არ გვაქვს. ახლა პაციენტს გაუკეთებენ რენდგენოლოგიურ გამოკვლევას, ასევე აღებულია ხახის ნაცხი და გაუკეთებენ გრიპზე გამოკვლევას, იქნებ ჩვეულებრივი გრიპი აქვს, იმიტომ რომ გრიპს ჰგავს ძალიან. გაუკეთებენ ასევე სისხლის ანალიზს. ამ საღამოს, უკვე 8 საათისთვის ეს ყველაფერი გვეცოდინება და უფრო დამაჯერებელ პასუხს გაგცემთ, ხვალ იქნება უკვე ანალიზის პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც არ არის ახალი კორონავირუსით ინფექცია, არის სხვა რესპირატორული ვირუსი, თუმცა ეს შეთხვევა მაინც განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა და ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე დარჩება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. დაახლოებით 28-29 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. მის თანმხლებ პირს არაფერი არ აქვს»-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.