განცხადება/მიმართვა

«ჩვენ წელიწადში ვკარგავთ 30-ზე მეტ ადამიანს გაზის აფეთქების შედეგად და უპასუხისმგებლობის გამო უპირველესად“

დიდ დიღომში მომხდარ , ტრაგედიას გამოეხმარა   «ლეიბორისტული პარტიის» ლიდერიშალვა ნათელაშვილი, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შემთხვევის ადგილიდან გააკეთა:

„საშინელი ტრაგედია მოხდა, უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და სრულიად საქართველოს. ეს შესაძლებელი გახდა სახელმწიფო კორუფციისა და უპასუხისმგებლობის გამო, როგორც მოგეხსენებათ, „ყაზტრანსგაზი“ ხელში ჩაიგდო კახი კალაძემ და მაფიოზა ბეჟუაშვილმა, რომლებმაც გააფორმეს ოფშორში და გადავიდნენ მარტო გადასახადის ამოგლეჯვაზე და უსაფრთხოება დაიკიდეს ფეხებზე.

მე მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ეს ორი დამნაშავე პერსონალურად და დამონტაჟდეს სენსორები ყველა ოჯახში ქალაქსა და სოფელში, სადაც გაზია შეყვანილი. იმიტომ, რომ ჩვენ წელიწადში ვკარგავთ 30-ზე მეტ ადამიანს გაზის აფეთქების შედეგად და უპასუხისმგებლობის გამო უპირველესად,“ — განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე»-საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

roma sajaia

«ვინანიებ რომ მეც მიმიძღვის წვლილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში»-სერგო ჯანაშია

ვანო მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ევროსაბჭო ავრცელებს

დატოვე კომენტარი