“ჩვენ ყველანი ნიკა მელია ვართ!“ – თაკო ჩარკვიანი

0
156

„დავწერეთ განცხადება, – არ ვცნობ თავს პარლამენტარად და შემიწყვიტეთ უფლება-მოსილება;
პარლამენტი არღვევს კანონს და მაიძულებს (ამის უფლება არ აქვს), რომ გინდა, თუ არა, იყავი პარლამენტარიო!
გსმენიათ ასეთი რამ?!
ამის შემდეგ, როგორ შეიძლება მე ან ჯარიმა, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დამაკისრონ?!
ნიკა მელიას ვერც დააკავებენ და ვერც ვერაფერს იზამენ; „ოცნების” მთავრობაში უკვე გამოჩნდნენ ოდნავ უფრო პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები.
მე ვსვამ კითხვას-„გავრილოვის ღამის“ ავტორს უნდა მოვთხოვოთ პასუხი, თუ პარტიოტ ნიკა მელიას?!
ნიკა მელიამ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს N1 სავარძელში კომუნისტი გავრილოვი ჩასვეს.
ეს ხომ ნონსენსია?!
ეს ხომ ძალიან სირცხვილია?!
ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველანი ნიკა მელია ვართ!“ განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ