განცხადებები

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისათვის-მამუკა მდინარაძე

«ჩვენ, თუკი რაიმე მოქმედებით დავეხმარებით უკრაინას ამას გავაკეთებთ, მაგრამ თუკი ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით უკრაინას, ვერაფრით დავაზიანებთ რუსეთს, მის ეკონომიკას ამ სანქციებით ვერ დავაზიანებთ, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ეკონომიკას გავანადგურებთ, ამაზე რა თქმა უნდა არ წავალთ იმიტომ, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელიც ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა: მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროინტეგრაცია, დეოკუპაცია, რაც ყველაზე მთავარია, ამ თემებზე საუბრის დროს მათ შორის, ეკონომიკურ წინსვლას ახსენებდა და არ დაგვავიწყდეს, რომ ბარტონი ვარჰეის და ბატონი ბორელის მესიჯებშიც სწორედ ეს გახმოვანდა. როცა ინვესტიციებზე ხაზგასმით იყო საუბარი, ეს არ იყო შემთხვევითი. ჩვენ ამ მიმართულებითაც უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისათვის. ეკონომიკურად იმდაგვარად უნდა გავძლიერდეთ, რომ მზად ვიყოთ ამ კუთხითაც. არა მხოლოდ რეფორმების და უფლებების დაცვის ნაწილით, არამედ ეკონომიკურადაც მზად უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრობისათვის»

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მა.მუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა

მსგავსი პოსტები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

«მეშინია ქუჩაში გავიდე და რამე არ დამემართოს»-მაკო გომური (ვიდეო)

მომღერალმა დავით გომართელმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა

დატოვე კომენტარი