«ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან»-პრემიერი «რუსთავი2»-ზე

0
999

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე «რუსთავი2»-თან დაკავშირებით სტრასბურგის  სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

«გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული გზა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ფარსია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია.

სწორედ «ქართული ოცნების» ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა, რომ ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი. ​რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების შეფასებას, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტების შეფასებებს, ჩაიხედეთ თვითონ სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსში, სადაც ერთმნიშვნელოვნად არის ეს საკითხი დაფიქსირებული, მედიაპლურალიზმთან და როგორც ამ ყველაზე დიდი მიღწევასთან და მის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს,»-განაცხადა  ბახტაძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ