“ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა,
– მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?!
მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით?! როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერედებდეს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება თავიდან ღვთის განგების გარეშე და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ: – ვაიმე, ახლა მასონებს რა გეგმები აქვთ, რას იზამენ ახლა, აცრებით ხომ არ დაგვღუპავენ ყველას? – ასე უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი და მით უმეტეს სასულიერო პირი?!
მაგრამ ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმითაც, რომ როცა პანდემიის პირველი ტალღა ნაკლებად შეგვეხო, ეს ყველაფერი ჩვენს განსაკუთრებულ სულიერებას მოვაწერეთ და სხვა ადგილობრივი ეკლესიებისკენ ვიშვერდით ხელს, რომ ჩვენ პანდემიამ ვერაფერი დაგვაკლო,
– ახლა როგორა ვართ? ახლა ვინ უსწრებს განსაცდელში?! ამაში აშკარა ღვთის ხელი არ არის, ჩვენი ფარისევლური სულის სამხილებლად?
ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ სისულელეებს რომ ვასწავლიდით.”
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
29 ნოემბერი, 2020.
“ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა”-მამა თეოდორე გიგნაძე (ვიდეო)
Loading…
