განცხადებებიპოლიტიკა

«ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები»

თეთრი სახლი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მასში ქართველი ხალხის ნების გამოხატვას.

„არჩევნები არის დემოკრატიის საფუძველი და ამ განწყობით ჩვენ ვეთანხმებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება. ასევე, სხვა ხარვეზებთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას, სახელმწიფო რესუსრების ერთი მხარის სასარგებლოდ არასათანადოდ გამოყენების შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები და მზად ვართ ამ ძალისხმევაში დავეხმაროთ მათ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«სერგი კაპანაძე და ბოკერია, რომლებმაც ხმები მოპარა საკუთარ თანაგუნდელებს»-თაკო ჩარკვიანი

Joni Kvaracxelia

ვინ გაიმარჯვა ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე

Joni Kvaracxelia

ხვალ «აშშ» რუსეთს სირიასთან დაკავშირებით ახალ სანქციებს დაუწესებს

დატოვე კომენტარი