«ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო»-ილია მეორე

0
642

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა:

«ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება ათონის მამების, მათ შორის იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების, გიორგი მთაწმინდელის და სხვათა მამათა ჩვენთა. ეს დიდი სულიერი სავანეებია. თქვენ იცით, რომ არის ქართული მონასტერი ივერონი და ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის»

აი, ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს. ბერის ცხოვრება ძალიან რთულია, ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით და თავით. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, დადგეს აღმავლობის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი გუშინდელი დღით და დღეს უნდა, რომ იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია. გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს. შეგვეწიოს იმათი ლოცვა ჩვენ და მთელს მსოფლიოს», – განაცხადა  პატრიარქმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ