განცხადებები

ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში-ილჰამ ალიევი

სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე სამშვიდობო შეთანხმება აქვთ, რაც იმედია, მალე იქნება რატიფიცირებული.
ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე, „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ომს აზერბაიჯანზე უშუალო ეფექტი არ ჰქონია, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა.

„ალბათ იმ მოცემულობას ვეღარ დავუბრუნდებით, ვიდრე რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ გარკვეულ ნაკლოვანებებს სავაჭრო მიმართულებით, პარტნიორთან ურთიერთობების მიმართულებით. არის უპირატესობებიც, განსაკუთრებით, დაკავშირებადობის პროექტების თვალსაზრისით. აზერბაიჯანმა ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ლოჯისტიკურ ცენტრებში და ინფრასტრუქტურაში, ახლა სატვირთო მიმართულების აქცენტები კეთდება აზერბაიჯანიდან ევროპაში. ეს დამატებით შესაძლებლობებს იძლევა.

ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ ჩვენ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს აქვთ იმის საჭიროება, აჩვენონ, რომ გარდაიქმნა მდგომარეობა და ეს ურთიერთსიძულვილი დაძლეული იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმედი მაქვს, ეს მალე იქნება რატიფიცირებული. ეს არის გზა სერიოზული ისტორიული უთანხმოების შემდეგ, თუ როგორ შეიძლება დავსხდეთ და მტრული დამოკიდებულება დავძლიოთ“, – განაცხადა ალიევმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნაძირალა ხალვაში და ჩვარი დირექტორი პაატა სალია პასუხს აგებენ…უყურონ და დაელოდონ»-ნიკა გვარამია

Joni Kvaracxelia

2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს — დევიდ ბიზლი

«დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა!»-ზურაბიშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი