განცხადებები

«ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოსათვის იგივე მომავალს და ვიცით, რომ გვყავს საუკეთესო მეგობრები გერმანიის“

საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გერმანიის კანცლერი შეხვედრაზე იმყოფებოდა,  შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ანგელა მერკელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

„ქალბატონო კანცლერი, დელეგაციის წევრებო, ნება მომეცით, გამოვხატო, თუ რაოდენ მოხარულები ვართ ჩვენი გერმანელი მეგობრების ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით. გერმანია იყო საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი მრავალი წლის განმავლობაში. ვიტყოდი, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის. ამავდროულად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოსათვის იგივე მომავალს და ვიცით, რომ გვყავს საუკეთესო მეგობრები გერმანიის სახით ამ გზაზე,“ — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

კორონავირუსთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა

იუსტიციის მინისტრი: სიცრუეა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე ვმსჯელობდით

61 წლის მამაკაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

დატოვე კომენტარი