თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ ახალ შეტევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში არის სიტყვის თავისუფლება.
“სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები, მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება,” – განაცხადა კახა კალაძე.
Loading…
