განცხადებები

«ჩვენ გამოვდივართ! «- თბილისი პრაიდი ღირსების მარშს ხვალ 8 ივლისს გამართავს

« ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება

22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში.

ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.

ჩვენ გამოვდივართ! «-აღნიშნულია «თბილისი პრაიდის» განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ისეთი ხალხი ესხმის თავს ვისაც კაპიკი არ აქვთ დახარჯული კეთილ საქმეში-თეა წულუკიანი

«მარგველაშვილმა მე ჩამომართვა მოქალაქეობა და 5 000 ირანელისთვის მიუნიჭებია»

«ზურაბიშვილმა საქართველო იცის მოყოლით…ის ვერ მეტყველებს ქართულად»-პაატა ბურჭულაძე

დატოვე კომენტარი