«თქვენ იცით, რომ ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და დაფინანსება ძირითადად მოდის მათგან და ჩვენი საზოგადოება, მათ შორის, ვინც აქ ვდგავართ აქტიურ მონაწილეობას ფინანსურს, ფიზიკურს თუ მორალურს იღებენ მთელი ამ ბრძოლისთვის და პროცესისთვის, რაც არის ნამდვილად უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მე პირადად იმ ხალხს, ვინც გულმხურვალედ მონაწილეობს ამაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ამ ხარჯებს, ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება აუდიტს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და ამასთან დაკავშირებულ ყოველგვარ კითხვას გაეცემა პასუხი ასე გამჭვირვალედ. ასევე, გამოვედით ინიციატივით ჩვენ თვითონ, რომ რადგან დაფინანსებაზე ატყდა ესეთი ამბავი და უკავშირებენ რაღაც სხვადასხვა ძალას — ყველა იმ ადამიანმა, ცალკეულმა პერსონამ, მათ შორის, მედია საშუალებებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ა.შ. ვინც გარკვეული დაფინანსებებით არსებობს, გაასაჯაროოს თითოეულმა მათგანმა თავთავიანთი შემოსავლის ნუსხა — ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი, რადგან როცა ჩვენი მისამართით კეთდება მსგავსი მოთხოვნა, ვფიქრობ სამართლიანია ზოგადად ყველა ერთად მოვექცეთ საერთო წესის ქვეშ»-ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
«ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი…»-ვარლამ გოლეთიანი დაფინანსებაზე
Loading…