პუბლიკაციები

“ჩვენ არ გვჭირდება ახალი გზების ძიება, ჩვენ უნდა ვიაროთ უკან”- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

სოხუმში დაბრუნება ვერ მოხერხდება, სანამ ისტორიული სამართლიანობის შესაბამისად არ შეიქმნება იურიდიული დოკუმენტები, აგრეთვე სახელმწიფო პოლიტიკური დამოკიდებულება არ გახდება უნარიანი აფხაზეთის თემატიკისადმი. სოხუმში დაბრუნებას აფერხებს იმ ინსტიტუციების მოშლა და არაქმედითუნარიანობა, როგორიც არის აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თავს არ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, რომ აფხაზეთის მთავრობა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გადაიქცა კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ, ლეგიტიმური სტრუქტურა 26 წლის განმავლობაში არ გადარჩეულა დემოკრატიული პრინციპით და ბუნებრივია ამის ნიადაგზე შეიქმნა ჭაობი, ეს უკვე მთელმა საქართველომ იცის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავგასულობა და მცდელობა აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, რომელიც კრახით დასრულდა.
სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები კი იმდენად მძიმე და საგულისყუროა, რომ არ შეიძლება ეს გამოგვეპაროს, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ, მოგეხსენებათ 2017 წელს იყო რექტორის არჩევნები, ბ-ნი ჯონი აფაქიძის რექტორობის პერიოდი დიდი პომპეზური მიღწევებით არ გამოირჩეოდა, აფხაზეთის თემატიკაში კი იყო მნიშვნელოვანი ბზარები, მაშინაც კი მქონდა მწმავე კრიტიკა, ერთ-ერთი იყო როდესაც ღონისძიება დაგვიბლოკეს ბავშვებს და უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე არ აგვატვირთვინეს, თუმცა პროტესტის შემდეგ დაუშვეს, იყო აგრეთვე მნიშვნელოვანი კრიტიკა, როდესაც კანცლერის არჩევნების პერიოდში მოხდა გაუგონარი პლაგიატობა და პლაგიატორბით გაიმარჯვა ამჟამინდელმა კანცლერმა, სტატიები და ვიდეობი ბლომად არის ინტერნეტსივრცეში რომ არცერთ პერსონას არ ვტოვებ კრიტიკის გრეშე . მაშინაც იყო მიტმასნება კოლაბორაციონისტებთან, რომელმაც საბოლოო ჯამში ავნო , როგორც უნივერსიტეტის პრესტიჟს, ასევე დაბრუნების იდეას. აღსანიშნავია რომ თავისუფალი სიტყვა, ჯანსაღი კრიტიკა არ იდევნებოდა.
ამჟამინდელი რექტორი ბ-ნი ზურაბ ხონელიძე გაშმაგებით ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, სადაც არ უნდა იყოს ბატონო ზურაბ, თქვენ ვერასდროს ვერ ჩაახშობთ ამ თავისუფალი სიტყვის დაუმორჩილებელ ლტოლვას, მე ნამდვილად არ ვაპირებ გავხდე თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების მონაწილე, არც ჩემი თანამებრძოლები აპირებენ ამ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას, რომელიც ვნებს უნივერსიტეტს, ვინაიდან თვით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იდეა არის მარადიული დაბრუნების იდეა, იდეა სოხუმში დაბრუნებისა, ეს უნივერსიტეტი თქვენი პირადი საკუთრება ნამდვილად არ არის, ეს არის დევნილი საზოგადოების საკუთრება. საფუძვლიანი კრიტიკის შემდგომ ეპიზოდებს ახლავე მოგახსენებთ:
  1. თქვენი რექტორად არჩევის პირველ დღეს, როცა შემოიკრიბეთ აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მაღალჩინოსანი კოლაბორაციონისტები და სკამის ქურდები, მაშინ თქვით ტერმინი “აფხაზი ერი”.(https://www.youtube.com/watch?v=Y7clFfFwSrI) ყოველი განათლებული ადამიანი მიხვდება, რომ ეს იყო შეპარული მუხანათური გეგმა, რომლის შინაარსი აფხაზეთის თვითაღიარების მცდელობაა, რომელიც ჩანასახშივე ვერ აღმოცენდება, თუმცა ამაზე საუბარიც კი საშიშია. გირჩევთ წაიკითხოთ პავლე ინგოროყვას “გიროგი მერჩულეს IV თავი”, აგრეთვე ნიკო ბერძენეშვილის ნაშრომები აფხაზეთის თემატიკაზე, არამგონია აფხაზეთის თემატიკა ამ მამულიშვილებზე მეტად გაგეგებოდეთ.
  2. როდესაც თქვენ TV პირველის ეთერში (https://www.youtube.com/watch?v=WS8…) ბრძანეთ ასეთი რამ: “ჩვენ არ გვინდა ახალი გზების ძიება, ჩვენ უნდა ვიაროთ უკან”, ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ეს ფრაზა თავისი არსით არაჯანსაღი და ალოგიკურია, განსახიერებაა თვით აბსურდიზმის, უკან რატომ უნდა იაროს ადამიანმა საერთოდ? ან მითუმეტეს უნივერსიტეტის იდეამ? კი მივხვდი იმას, რომ “გველის პერანგი” არ წაგიკითხავთ, თუმცა შეიძლება წაკითხული გაქვთ ოღონდ იქამდე სანამ გველი გაიხდიდა პერანგს. მაშინ ვერ მივხვდი ამ ფრაზის მნიშვნელობას, ახლა კი მივხვდი რომ საქმე ნამდვილად უკან მიგყავთ.
  3. ამ ფრაზაზე დაყრდნობით შევქმენი ვიდეორგოლი, სადაც რექტორის ამ ფრაზის ამონარიდისგან გავაკეთე ქოუბი, რომელიც იყო სავსებით კორექტული, ამგვარი ქოუბებით მთელი მსოფლიოს წამყვანე ფიგურებს აშარჟებენ, ეს ჩვენი რექტორი ვინღა გახდა ასეთი, რომ ამ ქოუბს კინაღამ გადააყოლა უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის პროფესურა, მითუმეტეს საფუძვლიანი მიზეზი მქონდა ამის შექმნის.
  4. ვიდეორგოლის გაშვების შემდეგ, დაიბარეს ჩემი ფაკულტეტის დეკანი, რექტორმა დაჟინებულად მოითხოვა ჩემი გარიცხვა უნივერსიტეტიდან, რაც თავისი არსით აბსურდი, უსამართლო და ალოგიკურია, ამიტომაც ჩანასახშივე მოისპო ეს გაელვებაც. დეკანისთვის სასწრაფო იქნა გამოსაძახებელი რექტორის უთავმოყვარეო საქციელის გამო.
  5. რექტორი მიმართავს რეპრესიების მთელ კასკადს. სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტი გადააქცია საბჭოთა მენტალობის ცენტრად, სადაც თავისუფალი სიტყვა იდევნება, როგორც საბჭოეთის დროს პავლე ინგოროყვას “გიორგი მერჩულე”. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთ თანამშრომელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პირად შეხვედრაზე მიბარებდა სხვისი ხელით, მაინც ვერ განხორციელდა ჩემი დაშოშმინება და ვერც მოხდება.
  6. ჩემ თანამებრძოლს ეთიკის კომისიაში უჩივლეს facebook პოსტის გამო, თუმცა ეს ჩივილი თავისი უსაფუძვლო არსით თავზე დაამხეს სარჩელის შემომტანს.
  7. სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტი გადაიქცა საგარეო საქმეთა სამინისტროდ, ერთი შეხედვით არაფერია ამაში ცუდი, თუმცა რექტორი თავისი გეგმებისა და სამომავლო გზების კონკრეტულ პუნქტებს უსახავს ელჩებს, რექტორი აპირებს კონფლიქტოლოგიის ცენტრის შექმნას, თუმცა ვერ გაურკვევია რამდენადაა ეს შეთავსებული საქართველოს კანონთან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
  8. კონფლიქტოლოგიის ცენტრის შექმნა გულისხმობს რუსეთ-საქართველოს ომის კონფლიქტად მონათვლას, რაც კრემლის პირდაპირი დავალებაა, როცა საქართველო აღიარებს, რომ ეს კონფლიქტია, მაშინ რუსეთსაც არ ექნება პრობლემები დასავლეთთან. კრემლიდან ჩამოსულმა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ სწორედ ეს თქვა, რომ ოკუპაციის კანონი არ არისო საჭირო, რაც მოღალატეობრივი განცხადებაა. კონფლიქტოლოგიის ცენტრის შექმნა, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის რექტორს სურს, არის პირდაპირი რუსული ნარატივები, პირდაპირი დავალება ოკუპაციის კანონის წინააღმდეგ.
  9. გასაკვირი არც არის ის, რომ ამ უნივერსიტეტში მოხშირდა კოლაბორაციონისტების ვიზიტი, ამას წინათ დიდი პატივით მიიღეს ადა მარშანია.
  10. რამოდენიმე დღის წინ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახლდათ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც პრეზენტაცია ჩაატარა აფხა
    ზეთის მთავრობის პრიოროტეტებზე, რა პრიოროტეტები უნდა ჰქონდეს იმ მთავრობას, რომელიც 26 წელია არ გადარჩეულა და კორუფციის ჭაობში იხრჩობა? არც არანაირი, გარდა დევნილების ხარჯზე 14 მილიონის შთანთქმისა. დიდი მოწიწებით შეეგებნენ ბატონ ვახტანგს, “თანაიდეების” გამზიარებლები.
  11. ამავე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტის ლექტორი მამუკა ბერია, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა ამავე სტრუქტურის წარმომადგენლები, ბუნებრივია საბჭოთა რეჟიმის დამნერგველს არ მოეწონა ამგვარი განსხვავებული აზრი და ეცადა ხელის შეშლას და დღესაც აქტიურად ცდილობს ამავე ლექტორის აკადემიური სივრციდან მოშორებას, რომელსაც ვერ მოახერხებს, ვინაიდან ეს რექტორის პირადი ახირებაა და სამართლიანობასთან ახლოსაც არ დგას.
  12. საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში გადაწყდა, რომ უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყრება ანალიტიკური-კვლევითი ცენტრის შექმნას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეს მოემსახურება. რა მემორანდუმზეა საუბარი? ან საერთოდ უნივერსიტეტის ავტონომიაში როგორ ერევა ასე უდიერად სახელმწიფო?!
13. ისტორული სამართლიანობა აღდგება და მრავალი კომფორმისტი, რომელმაც იდეას ანაცვალა კომფორტი, ჩაირეცხება ისტორიულ მოუსავლეთში, რა თქმა უნდა ეს მოვლენა იქნება სრულიად ლეგიტიმური. საბჭოთა სისტემისა და ამასთანავე მისი დამნერგველის ბედი იქნება კრახით დასრულებული!
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

მსგავსი პოსტები

გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად

Joni Kvaracxelia

COVID-19 — სასჯელი დედამიწაზე ძალადობისთვის, თუ დედამიწის მოთხოვნა შემდგომი გამოწვევებისთვის — გავიძლიეროთ იმუნიტეტი!

Joni Kvaracxelia

«არ შეიძლება სახელმწიფოს მმართავდნენ კრიმინალები, სკოლის მოსწავლის დამტერორებელნი. თუნდაც ეს ინფორმაცია იყოს ვარაუდის დონემდეც»

დატოვე კომენტარი