„პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზის არსებობა საჭირო არ არის.
“არც ეკონომიკა, არც სოციალური პირობები, არც განათლება არ განვითარდება და ვერ განვითარდება, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოსთვის უნიკალურია დღეს, ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის მოდელი – მიუმხრობლობა. ჩვენ არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე”,
“საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ცენტრი. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და არ უნდა დავუშვათ, რომ ახალი ტერიტორიების დაკარგვის რეალობის წინაშე დავდგეთ. ამ ვითარებაში საქართველოს ბუნებრივად ესადაგება ავსტრიის, ფინეთის, შვეიცარიის და შვედეთის მოდელი, რაც გულისხმობს სამხედრო მიუმხრობლობას. ეს არ არის უარის თქმა ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპულ სივრცეზე. პირიქით, ეს ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ არ არიან არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრები, არც ნატო-ს წევრები. ეს მოდელი დღეს იქნება ძალიან ხელსაყრელი საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამაზე გვექნება საუბარი როგორც 27 მაისის პერმანენტულ აქციებზე, ისე 15 ივნისის აქციაზე,”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
