განცხადება/მიმართვა

«ჩვენს შემთხვევაშიც, საგამოძიებო მოქმედებების გარკვეული ხარვეზები დავინახეთ»-ცქიტიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე  სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის შეფასებისას განცხადება გააკეთა:

​„ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად გავაანალიზოთ ის ანგარიში, რომელიც წარმოდგენილია. რაც შეეხება ხორავას ქუჩის საქმეს, აქ ვფიქრობ, გარკვეული თანხვედრაც კი შეიძლება იყოს იმ დადგენილებასთან, რომელიც პარლამენტმა ამ საქმესთან დაკავშირებით მიიღო. ფაქტია, რომ ჩვენს შემთხვევაშიც, საგამოძიებო მოქმედებების გარკვეული ხარვეზები დავინახეთ. მაშინ რეკომენდაცია გავეცით, საგამოძიებო სტრუქტურები დაინტერესდნენ და შესაბამისად, შეისწავლონ და ნახონ, იყო თუ არა სამსახურებრივი გადაცდომა ან გულგრილობა, ან სხვა სახის დანაშაული გამოძიების შემთხვევაში“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«ივანიშვილი გენერალ ლებედს თუ აფინანსებდა ეს წმინდა ტაქტიკური იყო»-ქანთარია

«სრული და ყველა დროის რეკორდია…ჯერ რომ არ გინახავთ, ისეთით»-ნიკა გვარამია (ვიდეო)

რა მიმართვას ავრცელებს ნიკო კვარაცხელიას დედა

დატოვე კომენტარი