საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა — Fox News-თან ინტერვიუში განცხადება გააკეთა:
„ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ნატო-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება კონსესუსით მიიღება, მაგრამ გაწევრიანებამდე, ჩრდილო -ატლანტიკური ალიანსის შეთანხმების თანახმად, ნატო-ს ცალკეულ წევრებთან ორმხრივი თანამშრომლობაც შესაძლებელია. ასე მოხდა პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც დღეს შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტების განთავსება ხდება. ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენს საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოვება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს და ჩვენ ამას უკიდურესად უარყოფითად აღვიქვამთ,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.