განცხადება/მიმართვა

«ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს»-ღარიბაშვილი

ოკუპანტების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

«დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.

ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ»- წერს ღარიბაშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

არ გამოვრიცხავ, რომ ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო”მოგვარება” იყოს»-რას აცხადებს სააკაშვილი?

roma sajaia

«თუკი თქვენი სიკვდილი შეიძლება, რატომ არ შეიძლება, ჩემი სიკვდილი?»-დედა თამარი

«მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი»

roma sajaia

დატოვე კომენტარი