ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგში აღწერილი ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმეა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის.
„ევროპული საქართველოს პოზიციაში არაფერი არ იცვლება, ჩვენი პოზიცია არის მყარი და არაფერი არ შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან საყურადღებო იყო ის გზავნილი, რცა ჰქონდა ვიზიტისას მდივან პომპეოს, რა თემაც იყო მისთვის წუხილის საგანი, რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგს, იქაც აღწერილი ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, ის უნდა შეიცვალოს.
რაც შეეხება ტაქტიკურად რა გზა მიაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რომელიმე სპიკერს სწორად, ამ გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია, ეს ასე არის და შეერთებული შტატები იმით განსხვავდება სწორედ და თავისუფალი სამყაროს ლიდერი სწორედ იმიტომ არის, რომ ასე არ დგას საკითხი, რომ მიუთითონ რომელი გზა უფრო სწორია და ამაზე რაიმე მითითება ან ინსტრუქცია მისცენ ვინმეს, ან მთავრობას ან ოპოზიციას.