განცხადებებიომი უკრაინაში

ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ უკრაინის საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როცა უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა-ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალესანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის საკითხი 2014-2015 წლებში უნდა მოგვარებულიყო.

„ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ალბათ ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ეს საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როდესაც უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა. ყველას სურდა კონფლიქტის როგორმე მშვიდობიანი გზით მოგვარება და მათ ამ დროის განმავლობაში შექმნეს საბრძოლო მზადყოფაში მოყვანილი შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უწყებებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე.

მისივე თქმით, ის ეთანხმება ვლადიმერ პუტინს იმაში, რომ უკრაინაში ომი მათ არ დაუწყიათ და ეს 2014 წლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, ერთი წლის წინ თუ არა, სრულმასშტაბიანი ომი ხვალ მაინც დაიწყებოდა, თუმცა რუსეთისა და ბელარუსისთვის უარეს პირობებში.

Loading…

მსგავსი პოსტები

უჩა კვარაცხელია, 19 წლის წალენჯიხელი «აზოვის» ბატალიონში იბრძვის

გახარია პარლამენტში ტყვიას ათამაშებს-რა ვიდეოს ავრცელებს ელენე ხოშტარია?

«რუსეთს მოვუწოდებთ გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან»-იენს სტოლტენბერგი

დატოვე კომენტარი