სოცქსელი

“ჩვენი ეკლესიისა და სულგაყიდული მამაოების გარდა ერთერთ დიდ საშიშროებას წარმოადგენენ ისინი, ვინც ვითომ გადაუდგნენ ბორია ივანაშვილს”

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და საქარველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვენი ეკლესიისა და სულგაყიდული მამაოების გარდა ერთერთ დიდ საშიშროებას ხალხის გაბრიყვებაში დღეს წარმოადგენს ის დაჯგუფებები რომლებიც ვითომ გადაუდგნენ ბორია ივანაშვილს. სამწუხაროდ მოსახლეობის საერთო დაჩლუნგების და დაჩაჩანაკების სიტუაციაში მათ ადვილად შეუძლიათ დაარწმუნონ ისინი, ვინც უკვე აღარ უჯერებს ამ გაქნილი აფერისტის დაპირებებს, რომ წარმოადგენენ ახალ, პროგრესიულ ძალას, რომ ისინი გადაჭრიან მათ სოციალურ პრობლემებს, რომ საქართველოს სამოთხედ გადააქცევენ და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ისინი ბორიას სამსახურში არიან და მის მიზნებს ემსახურებიან.

მხედველობაში მაქვს დღეს ფილარმონიაში შეკრებილი თაღლითების ბანდა. ეს არის კარგად დამუშავებული და ხშირად გამოყენებული აფიორა, რითაც გარეწრების წყალშემდგარი ხელისუფლება ცდილობს თავისი პოზიციები შეინარჩუნოს და გამარჯვება გაინაღდოს. ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს ჩვენი ხალხის მახსოვრობის უნარის შესახებ და ამიტომ კარგი იქნება, თუ მათ გაახსენებენ, ვინ არიან დავით მაღრაძე (ყოფილი მხედრიონელი), ძმები გაჩეჩილაძეები (უბინძურესი გარეწრები), და მათი მხარდამჭერნი. ბესელიასა და მის “რაინდებზე” აღარ ვლაპარაკობ.

აღსანიშნავია, რომ მათ გვერდით დაუდგა დავით უსუფაშვილიც. აი ის, ვისთანაც გიგი უგულავა ითანამშრომლებს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან არა. უსუფაშვილმა (იმედია ზოგს მაინც ახსოვს ჩემი პოსტი მის შესახებ) ძალიან კარგად იცის, რასაც წარმოადგენს “დაიცავი საქართველო” და მთელი ეს ბანდა. იცის, რომ ისინი ბორიას ემსახურებიან და სწორედ ამიტომ დგას მათთან. დარწუნებულია, რომ ეს აფიორა წარმატებით დასრულდება და ისევ პარლამენტში გამოიჭიმება მის ქმართან, თინა ხიდაშელთან ერთად. აუცილებელია, რომ აქტივისტებმა, ოპოზიციის მონაწილეებმა და უბრალოდ ყველა ჩვენგანმა, მაქსიმალურად გავავრცელოთ ეს ინფომაცია, რომ ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად არ იქნას მოტყუებილი და გაბითურებული.”-წერს დოდონა კიზირია

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“სრული და ყველა დროის რეკორდია…ჯერ რომ არ გინახავთ, ისეთით”-ნიკა გვარამია (ვიდეო)

“პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება ჩემთვის შეურაცხმყოფელია”-ნინო წილოსანი

“ეს მართლა პითეკანტროფი… ეს არ არის რუსების გავლენის აგენტი? და ეს არ იმსახურებს გინებას”-გვარამია ზურაბიშვილზე

დატოვე კომენტარი