“ჩვენი ეკლესია, ვერ გათავისუფლდა ამ შავი, ბნელი, სოდომური ცოდვისგან, ქონების მითვისებისგან”-მღვდელმონაზონ ანდრია სარიას კომენტარი მღვდელმოქმედების შეჩერებაზე

0
300

“პრაიმტაიმთან” საუბრისას მღვდელმონაზონი ანდრია სარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: შეეგახსენებთ პატრიარქის გადაწყვეტილებით მღვდელმონაზონ მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.

“შავ დღეში არიან. 14% ხალხი დააკლდათ. ვერც მეუფე პეტრე შეაჩერეს ამით და ვერც მეუფე პეტრეს, სიმართლის გარშემო შემოკრებილი ადამიანები. აქ, ჩვენ სტატუსების გამო არ ვყოფილვართ ეკლესიაში. მათგან განსხვავებით ჩვენ სიმართლის მსახურებისთვის ვიყავით. ისინი პიროვნულად ქონების, ფულის, დოვლათისა და ცილისწამების მსახურებისთვის მოსულნი. ამ ადამიანებს ვერ გააგებინებ. ჩვენ ავირჩიეთ სიმართლის გზა. მრევლს უნდა გავაგებინოთ, ესენი რა შავ დღეში არიან და ჩვენი ეკლესია, როგორ ვერ გათავისუფლდა ამ შავი, ბნელი, სოდომური ცოდვისგან, ქონების მითვისებისგან. ხალხის, ეკლესიის ქონება პიროვნულად ადამიანებს აქვთ მითვისებული. იმდენად მძაფრი და მძიმეა მოსასმენად. აი, ამ ბაგეს თუ ამოშანთავენ, თორემ სხვაგვარად ვერ გაგვაჩერებენ,“ – განაცხადა სარიამ.

კითხვაზე, ელოდა თუ არა პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას, გვპასუხობს, რომ მეუფე პეტრეს შემდეგ ყველაფერი მოსალოდნელი იყო.

„რაც მას გაუკეთეს და მოექცნენ (პეტრე)… შესაბამისად, ეს მორიგი სცენარია. შორენას, საპატრიარქოს (ერთგვარ „კანტორას“) საშუალება, რომ მისცე ნებისმიერ ადამიანს ფიზიკურადაც გაანადგურებენ. იმდენად ბოღმა, შური, ღვარძლი. ქონების დაგროვებამ თვალები დაუბრმავათ. ფულზე ხომ საუბარი არ არის”-განაცხადა “პრაიმტამთან”ანდრია სარიამ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ