სიახლენი

«ჩვენთან რა უნდოდათ ყველაზე დიდი ნარკობარონი სამინისტროში იყო»- ნაჯა ორაშვილი

კლუბ «ბასიანის» ერთერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს ავრცელებს:

«მოდი დავიწყოთ თავიდან.

— ფენტანილი, რომელმაც (საკუთარ სახლებში) შეიწირა 6 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე და სხვათაშორის პირველი ადამიანი ვიყავი ვინც ამაზე განგაში ატეხა, ბაზარზე მხოლოდ 29 აპრილიდან 10 მაისის შუალედში გამოჩნდა. სად გაქრა ეს ნივთიერება? რატომ მხოლოდ ამ პერიოდში. 5 თვე გავიდა და დღემდე არც მისი შემომტანი და არც გამავრცელებელი დასჯილი არ არის, არადა ამის გამო დაგვარბიეს. ეს ყველაფერი დიდ ეჭვებს ბადებს.

— აპრილი-მაისის თვეში თბილისის საკლუბო სივრცეში არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, თუმცა ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი და მათთან დაკავშირებული პარტიები ამ ტყუილს დღემდე ავრცელებენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს: «მას შემდეგ რაც, შსს “ბასიანში” შევიდა, თბილისის კლუბებში ფატალური შედეგი აღარ დამდგარა.» ვადასტურებ, არც მანამდე და არც ახლა ნამდვილად არ დამდგარა თბილისის კლუბებში ფატალური შედეგი, მაგრამ 25 აგვისტოს ქართული ოცნების მიერ 4,160,000 ლარად დაფინანსებულ ფესტივალზე ზედოზირებით ნამდვილად გარდაიცვალა ახალგაზრდა ადამიანი. თუმცა დღემდე არ ვიცით რა ნივთიერების შედეგად. ამასაც გვიმალავენ. ნიშანდობლივია, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევას სიცოცხლის მეხოტბე სისტემის ბოტები არ გამოხმაურებიან.

— ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი გოგა გელაშვილი საკუთარ კაბინეტში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შემოტანასა და რეალიზაციაში, ასევე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ხოლო, “საფთიაქო ნარკომანიის“ ბრალდებით დაკავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი. თუმცა შს მინისტრი ალბათ ისევ იმ მიამიტურ აზრზეა, რომ ქვეყნის მთავარი ნარკოკარტელი დინამოს სტადიონზე გადის და მთელი ქალაქის მასშტაბით მხოლოდ ბასიანზე მოსულ ასობით ადამიანს მინი-სპეცოპერაციას უტარებს. სამწუხაროდ შერჩევითი სამართლით მოქმედებს.

— ამ ფონზე, როდესაც ათიათასობით ადამიანს პირობითი სასჯელი აქვს და მილიგრამების ფლობის გამო 20 წლამდე ციხე ემუქრებათ, შსს მინისტრი ლეგალიზაციის კანონპროექტს ამზადებს. თუმცა, ჩვენ უბრალოდ ერთადერთ რამეს ვითხოვდით — დეკრიმინალიზაციას, რომ ადამიანები ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო არ წასულიყვნენ ციხეში, რომ მათზე ეზრუნა სახელმწიფოს, ემკურნალა მათთვის.

ბასიანის მიმართ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინაროებს, ასე გაგრძელდება სამუდამოდ. ყოველდღე გვპირდებიან, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ კლუბიდან წაღებული 30 0000 ლარი.

ნუ მესმის რომ სახელმწიფო მტრის ხატს ქმნის, იყენებს ბოტების სამარცხვინო სისტემას და საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ამ შავბნელი სცენარის უნებლიე მონაწილე ხდება. მაგრამ, შვილები არ გყავთ? თქვენ შვილებზე რომ ამდენი ღვრძლი ანთხიონ რა რეაქცია გექნებათ? ან თქვენ შვილებს არ აქვთ მიზნები, არ შრომობენ, არ უყვართ ეს ქვეყანა?

წარმოიდგინეთ, თქვენი ან თქვენი შვილების საოცნებო საქმიანობისთვის სახელმწიფოს უმიზეზოდ და უსამართლოდ ომი რომ გამოეცხადებინა, დაერბია მათი საყვარელი სივრცე, სპერაზმელებს მათთვის იარაღი მიეშვირათ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასი სიბინძურე დაებრალებინათ, რასთანაც არასოდეს ჰქონიათ კავშირი, რას იზამდით? კარმა ოხერი რამეა.

არც ჩუმად არ ვარ, არც არავისზე გავყიდულვარ, არც ბრძოლის უნარი დამიკარგავს, ეს დრო დავუთმე ამ ყველაფრის გაანალიზებას, ვეცადე ცივი გონებით შემეხედა ამ სასტიკი რეალობისთვის და ისე მემოქმედა.

თუ მე ვარ მკვლელი, ნარკომანიის ევანგელისტი, კარტელის ‘დედოფალი» და ქვესკნელეთის დესპანი, მაშინ რაღას უცდით, დამაკავეთ. ჩემთვის ამ სოციუმში არსებობაც ისეთივე რთულია, როგორც გისოსებს მიღმა ცხოვრება.

თუმცა მაინც მჯერა რომ ამ ქვეყანაში სამართალი გაიმარჯვებს და აქ წარმოებულ ბოროტებას ბოლო მოეღება,» — წერს ორაშვილი.

რადიო ღავისუფლება

მსგავსი პოსტები

(VIDEO)»ბარიგა ივანიშვილის ვირეშმაკობა და ჩვენი პასუხი» — მიხეილ სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

კერძო სექტორი რეგულირების სისტემის დანერგვის დაჩქარების აუცილებლობაზე ალაპარაკდა

კვირიკაშვილის მიერ ერთი წლის წინ დაანონსებული სარკინიგზო მშენებლობა, რომელიც უკვე მზად უნდა ყოფილიყო, არც კი დაწყებულა.

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი